Friday, May 31, 2013

1.გაკვეთილის თემა.
დღესასწაულები. საქართველოსა და გერმანიაში
2.სწავლების საფეხური და კლასი
11–12 კლასებისათვის.
3.ინტეგრირებული საგნები,მასწავლებლების სახელი,გვარი.
საგნები                      მასწავლების სახელი და გვარი
ისტორია,                   მზექალა ჯანხოთელი,
გეოგრაფია                 ადა ბიბიჩაძე
4.მოსწავლეთა რაოდენობა.
14–15
5.გაკვეთილის სასწავლო მიზნები.
მოსწავლეები გაეცნობიან გერმანიის კულტურას,გეოგრაფიის დახმარებით ისწავლიან ამ ქვეყნის მდებარეობას.გაეცნობიან ტერიტორიასა და მნიშვნელოვან ადგილებს.
ისტორიის საშუალებით შეძლებენ დაიმახსოვრონ და ისწავლონ მნიშვნელოვანი თარიღები,როდის იმართება ესა თუ ის დღესასწაული და რა მნიშვნელობა ენიჭება მას ქვეყნების ცხოვრებაში.გაავლებენ პარალელებს საქართველოსა და გერმანის შორის.
6.ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი
მოსწავლეები  ხსნიან და ერთმანეთს ადარებენ ნასწავლს.მსჯელობენ მოცემული თემის ირგვლივ,იწონებენ და კამათობენ მიწოდებული მასალის ირგვლივ.
გეოგრაფიის დახმარებით,ადვილად პოულობენ მითითებულ ადგილებს რუკაზე.
ისტორია ეხმარებათ თარიღების ზუსტად ჩანიშვნაში.
მთლიანობაში ისინი აკეთებენ ადეკვატურ დასკვნებს.
7.შეფასება.
განმავითარებელი ჯგუფური,ინდივიდუალური.
შეფასების ცხრილი წინასწარ არის შედგენილი და ცალკეულ პუნქტებს მოიცავს.
8.საკლასო მენეჯმენტი–საგანმანათლებლო რესურსები.
კომპიუტერის დახმარებით ნაჩვენებია slide show,რომელსაც თან ახლავს რუკები ისტორიისა და გეოგრაფიისათვის.თითოეულ მოსწავლეს ურიგდება საკუთრად თაბახის ფურცლებზე ამობეჭდილი მასალა,რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს ჩაუღრმავდნენ საკითხს.ინფორმაცია მოძიებულია google–ში.