Monday, November 19, 2018

დღე 8

მე 8 დღე ,ანუ დღევანდელი დღე ტრენინგისა ძალიან მნიშვნელოვანი და შრომატევადი აღმოჩნდა.შევასრულეთ პრაქტიკული

Friday, November 16, 2018

დღე 7

დღეს შეხვედრა დავიწყეთ გონებრივი იერიშით.განვიხილეთ მოსწავლის გაზეთის შაბლონის რუბრიკა.გადმოვტვირთეთ,დავარეგისტრირეთ და დავამუშავეთ ჩვენთვის საჭირო მიმართულებით.
ასევე განვიხილეთ მასწავლებლის საჭირო განმავითარებელი შეფასება.გადმოვწერეთ და ავტვირთეტ ჩვენს ვებგვერდზე.
შევაფასეტ და დარეგისტრირეთ ბროშურის შეფასების შაბლონი.ვიმუშავეთ დზალიან ბევრი და საინტერესოდ გავიდა 4 საათი .

Sunday, November 11, 2018

დღე 6

მე-6 დღე დავიწყეთ მოსწავლეთა ნაშრომების ნიმუშების შექმნით,რედაქტირებით.გავეცანით მოსწავლის პრეზენტაციის შაბლონს,სადაც შევცვალეთ თამაშების თემა და მოვარგეთ ჩვენს საკუთარ პროექტებს.ასევე გადავაკეთეთ გაზეთის შაბლონი.შევცვალეთ მასში მოცემული ინფორმაცია და გავავრცეთ.ამის შემდეგ დავიწყეთ როლური თამაში.მოვირგეთ ჩვენი მოსწავლეების როლები და მათი ხედვის არეალიდან დავიწყეთ პრეზენტაციის შაბლონის შევსება.ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო,თუმცა ცოტა ბანალური.
რაც დღეს ყველაზე მეტად მომეწონა და ჩემთვის საინტერესო და სასარგებლო არის,რომელიც ძალიან მჭირდებოდა-ბლოგის დამუშავება.ვისწავლეთ გვერდების ჩამატება.ჩავამატეთ 5 გვერდი:ჩემ შესახებ,გაკვეთილები,პროექტები,თანამშრომლობა,სხვა აქტიობები...ეს გვერდები შევინახეთ და გადავიტანეთ ისინი მენიუში.
შემდეგ დავამატეთ გაჯეტები სახელწოდებით:სასარგებლო ბმულები,სადაც მოვათავსეთ ჩვენთვის საჭირო ლინკები როგორებიცაა:მასწავლებელთა სახლის ვებ გვერდი,გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ გვერდი,განათლების სამინისტროს ვებ გვერდი,ინტელის ტრენინგის ვებ გვერდი და რესურსების გვერდი.
ბოლოს დავამუშავეთ ჩვენი ბლოგის დიზაინი,შევცვალეთ გარეკანის თემა .რა თქმა უნდა თემატური ფოტოთი.
მიუხედავად შრომატევადი და დამღლელი დღისა,ვთვლი,რომ დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იყო.

Saturday, November 10, 2018

პრეზენტაციის ვიდეო

პროექტის პრეზენტაცია

დღე 5

დღეს განვიხილეთ საავტორო უფლებების საქაღალდე.ჩამოვტვირთეთ ვიუერიდან მისი შაბლონი.ნაბიჯ-ნაბიჯ გავაკეთეთ ბიბლიოგრაფიის შაბლონი.ჩავსვით გადმოწერილი ფოტოების ლინკები და შევავსეთ შაბლონი.
ვისწავლეთ ბლოგზე პრეზენტაციის კოდის ჩაშენება ჩვენს ბლოგზე და გაზიარება.
youtube-ში მოვძებნეთ თემატური ვიდეო,რომელიც საჭიროდ მივიჩნიეთ და გადავიტანეთ ჩვენს ბლოგზე.
მთელი ტრენინგის განმავლობაში განვიხილავდით საავტორო უფლებების დაცვის აუცილებლობას,MBD კოდის ჩაშენებას და ბლოგზე გამოქვეყნებას.
ძალიან ნაყოფიერი და სამუშაოთი დატვირთული დღე იყო ეს დღე,როგორც სხვა დანარჩენი და ჩემი აზრით კარგად გამოვიყენებ პროექტის შესადგენად.

Friday, November 9, 2018

დღე 4

დღეს ჩვენი სამუშაო დაიწყო გონებრივი იერიშით,როგორ უნდა დავაწყვილოთ ან დავაჯგუფოთ მოსწავლეები.მოსწავლეთა დაჯგუფების მეთოდები მოვიძიეთ ჩვენს google cd-ზე.ვიმსჯელეთ და შევარჩიეთ ჩვენს პროექტზე მორგებული უკეთესი ვარიანტი.გადავიტანეთ ჩვენს გეგმაში
ასევე შევიმუშავეთ პროექტის პრეზენტაციის შაბლონი.დავათვალიერეთ შაბლონის ნიმუში,რომლის საშუალებითაც შევქმენითჩვენი პრეზენტაციის შაბლონი.
განვიხილეთ დროის ჩარჩოს სტრატეგიები.მოსწავლეთა საჭიროების შეფასება.შევავსეთ მოსწავლეთა საჭიროების ფურცელი და მოვიძიეთ საჭირო ფოტო მასალა,რომელიც ავტვირთეთ შესაფერის გრაფებში.

Sunday, November 4, 2018

დღე 3

დღეს განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.ჩავრთეთ ვიუერი და ვნახეთ ნიმუშები ამოვარჩიეთ ჩვენთვის საჭირო და შესაფერისი ვარიანტები.შემდეგ გადავედით ჩვენ გეგმაში და შევავსეთ იქ მოცემული ცხრილი.თავდაპირველად შევადგინეთ კითხვები.მოვიფიქრეთ ჩვენს პროექტებთან შესატყვისი მიმართულების მიმცემი კითხვები.შემდეგ განვიხილეთ ეს კითხვები ერთად,ვიმსჯელეთ რომ ამოგვერჩია საუკეთესო ვარიანტი.ტრენერი განიხილავდა,რომ ზოგადი კითხვა უნდა იყოს გამოცანის მსგავსი.უნდა იმსჯელოს მოსწავლემ.თემატური კითხვა ოთათი უნდა მიუახლოვდეს თემას და ბოლოს შინაარსობრივი კითხვა,რომელიც კონკრეტულ პასუხამდე მიგვიყვანს.

Saturday, November 3, 2018

დღე 2

ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა მეორე დღემ.განვიხილეთ და ვისწავლეთ შაბლონის საქაღალდის გადმოტვირთვა.გავხსენით ეს საქაღალდე დ განვიხილეთ თითოეული ფანჯარა ცალ-ცალკე.დავათვალიერეთ და ვიმსჯელეთ.გონებრივი იერიში განვახორციელეთ იმის გასაგებად თუ რა საშუალებით შევიტყოთ მეგობრის  მიერ პროექტის დაგეგმვის შესახებ.იქნება ეს ვერბალური კომუნიკაციით თუ სოციალური ქსელებით.
დავიწყეთ მუშაობა პუბლიკაციაზე,ბუკლეტზე.დავიწყეთ word-ში მუშაობით.ბუკლეტის გასაფორმებლად ამოვატრიალეთ ფურცელი და დავიწყეთ ზრუნვა ბუკლეტის შესაქმნელად.

Friday, November 2, 2018

დღე 1

   
ძალიან საინტერესო და პოზიტიური დღის დასასრული გავატარეთ ინტელის მე3 საფეხურის ტრენინგის 1დღეს.გავიხსენეთ ნასწავლი და განვლილი მასალა.ძალიან საინტერესოდ და თანმიმდევრულად განვიხილეთ 21 საუკუნის უნარ-ჩვევები და ამ უნარებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდები.განვიხილეთ Education Viewer.როგორ უნდა ვიმუშაოთ და როგორ გამოვიყენოთ ეფექტურად თითოეული პუნქტი.განვიხილეთ  და ვიმსჯელეთ პროექტის შედგენის საჭირო გზებზე.დავისახეთ მიზნები,გავაკეთეთ მონახაზი და ვიმსჯელეთ  ერთობ ნაყოფიერად.გავუზიარეთ გამოცდილება ერთმანეთს შევაჯერეთ,ვიკამათეთ...
მიუხედავად დამღლელი და შრომატევადი დღისა ძალიან მომეწონა ტრენინგის 1 დღე.ძალიან კარგ გუნდთან და ტრტენერთან ერთად,გამიადვილდა 4 საათის მუშა პროცესში გატარება.