Sunday, November 11, 2018

დღე 6

მე-6 დღე დავიწყეთ მოსწავლეთა ნაშრომების ნიმუშების შექმნით,რედაქტირებით.გავეცანით მოსწავლის პრეზენტაციის შაბლონს,სადაც შევცვალეთ თამაშების თემა და მოვარგეთ ჩვენს საკუთარ პროექტებს.ასევე გადავაკეთეთ გაზეთის შაბლონი.შევცვალეთ მასში მოცემული ინფორმაცია და გავავრცეთ.ამის შემდეგ დავიწყეთ როლური თამაში.მოვირგეთ ჩვენი მოსწავლეების როლები და მათი ხედვის არეალიდან დავიწყეთ პრეზენტაციის შაბლონის შევსება.ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო,თუმცა ცოტა ბანალური.
რაც დღეს ყველაზე მეტად მომეწონა და ჩემთვის საინტერესო და სასარგებლო არის,რომელიც ძალიან მჭირდებოდა-ბლოგის დამუშავება.ვისწავლეთ გვერდების ჩამატება.ჩავამატეთ 5 გვერდი:ჩემ შესახებ,გაკვეთილები,პროექტები,თანამშრომლობა,სხვა აქტიობები...ეს გვერდები შევინახეთ და გადავიტანეთ ისინი მენიუში.
შემდეგ დავამატეთ გაჯეტები სახელწოდებით:სასარგებლო ბმულები,სადაც მოვათავსეთ ჩვენთვის საჭირო ლინკები როგორებიცაა:მასწავლებელთა სახლის ვებ გვერდი,გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ გვერდი,განათლების სამინისტროს ვებ გვერდი,ინტელის ტრენინგის ვებ გვერდი და რესურსების გვერდი.
ბოლოს დავამუშავეთ ჩვენი ბლოგის დიზაინი,შევცვალეთ გარეკანის თემა .რა თქმა უნდა თემატური ფოტოთი.
მიუხედავად შრომატევადი და დამღლელი დღისა,ვთვლი,რომ დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იყო.

No comments:

Post a Comment